პროცესებისა და პროცედურების დიაგნოსტიკისა და ოპტიმიზაციის ერთჯერადი სერვისი

კომპანიისათვის ღირებულების შემქმნელი ძირითადი პროცესებისა და პროცედურების იდენტიფიცირება;

იდენტიფიცრებული პროცესების შესწავლა, ხარვეზების გამოვლენა, გასწორების რეკომენდაციების მომზადება; საჭირო პროცედურების დანერგვა, ზედმეტი პროცედურების გაუქმება;

კომპანიის ძირითადი ბიზნეს და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და სადაც შესაფერისია რისკის მისაღებ დონემდე შესამცირებელი ქმედებების დაგეგმვა;

მმართველობითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების ინფორმაციული წყაროების იდენტიფიცირება, ამ მონაცემების დამუშავება/რეპორტინგის სისტემის შემუშავება და იმპლემენტაცია;

სააღრიცხვო პოლიტიკის შესწავლა და ცვლილებაზე რეკომენდაციების მომზადება;

ყოველთვიური რეპორტინგის (ფინანსური და მმართველობითი) სტანდარტული ფორმების შემუშავება მენეჯმენტისთვის, ბანკებისთვის, ინვესტორებისთვის მათი მიზნების შესაბამისად;

პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალის შესწავლა, ოპტიმიზაციის რეკომენდაციის შემუშავება;

ძირითადი ფინანსური პარამეტრების (კოეფიციენტების) დადგენა/შეთანხმება, შესაბამისი ფინანსური მაჩვენებლების კალკულაცია და რეკომენდაციების მომზადება კომპანიის ფინანსურ მდგრადობასა და სტაბილურობაზე.

სხვა სერვისები

ფინანსური მენეჯმენტის ფუნქციის სრული/ნაწილობრივი აუთსორსის ყოველთვიური სერვისი

გაიგე მეტი

ფინანსური მენეჯმენტის ერთი ან რამოდენიმე ამოცანის გადაჭრის ერთჯერადი სერვისი

გაიგე მეტი

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?