რა შემთხვევაში გჭირდებათ ჩვენი სერვისები


ფინანსური საკონსულტაციო სერვისების საჭიროება კომპანიის მენეჯმენტმა და მფლობელებმა შემდეგი ინდიკატორებით შეიძლება განსაზღვრონ:

 

 

  არ არის გაწერილი ფინანსური მენეჯმენტის პოლიტიკა, არ ხდება მისი პერიოდული გადახედვა;

კომპანიის მიზნები არ არის გამოხატული ფინანსურ მაჩვენებლებში;

კომპანიის დეპარტამენტების მიზნები არ არის გამოხატული ფინანსურ მაჩვენებლებში;

კომპანიას არ აქვს განვითარების დეტალური ფინანსური მოდელი;

კომპანიას არ აქვს მიზნების მიღწევისთვის საჭირო ფინანსური რესურსები;

კომპანია ჩამორჩება კონკურენტებს და ინდუსტრიის საშუალო განვითარების დინამიკას;

კომპანია ვერ აღწევს დასახულ მიზნებს, ხდება მიზნების გადავადება;

კომპანიას ხშირად აკლდება ფინანსური რესურსები ვადადამდგარი ვალდებულებების დასაფარად;

კომპანიას არ აქვს საუკეთესო პირობები ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა კონტრაგენტებთან;

კომპანია გარკვეულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს დეტალური ფინანსური ანალიზის გარეშე იღებს;

კომპანია არ აწარმოებს დეტალურ ყოველთვიურ ანალიზსს ბიზნეს მიმართულებების მიხედვით;

კომპანიის ფინანსური აუდიტის დასკვნა ნეგატიური ან პირობითია;

კომპანიას დაეკისრა საგადასახადო სანქციები ან სხვა სახის ფინანსური ჯარიმები;

კომპანიას არ აქვს ჩამოყალიბებული სახელფასო პოლიტიკა და სამოტივაციო სქემები;

კომპანიას არ აქვს ჩამოყალიბებული საფასო პოლიტიკა და ფასდაკლების სქემები;

კომპანია არ აკეთებს მოთხოვნების და მარაგების რეგულარულ ანალიზს;

არ ხდება კომპანიის ყოველთვიური ფინანსური შედეგების დეტალური პრეზენტაცია და განხილვა;

არ ხდება კომპანიის დეპარტამენტების ყოველთვიური შედეგების ფინანსური ანალიზი;

კომპანიას ჭირდება კაპიტალის, სესხის ან გრანტის მოზიდვა;

კომპანიას ჭირდება კომპანიის პრეზენტაციის, ბიზნეს გეგმის ან სხვა ბიზნეს დოკუმენტის მომზადება;

კომპანიას ჭირდება კომპანიის/პროექტის კვალიფიციური წარდგენა და კომუნიკაცია პარტნიორებთან;

კომპანიას ჭირდება კვალიფიციური საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება;

კომპანიას ჭირდება ბიზნესის ყიდვის, გაყიდვის ან შერწყმის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;

კომპანიას ჭირდება კომპლექსური ფინანსური ან ბიზნეს ამოცანის ანალიზი, დაგეგმვა და მხარდაჭერა.


 

ფინანსური მენეჯმენტის ფუნქცია კომპანიაში

ფინანსური მენეჯმენტის ფუნქცია კომპანიაში შემდეგ ძირითად საკითხებს მოიცავს:
კომპანიის მიზნების და მათი მიღწევის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;

კომპანიის მიზნების და მათი მიღწევის სტრატეგიის ფინანსური მხარდაჭერა;

კომპანიის განვითარების ფინანსური მოდელის შექმნა და განახლება;

კომპანიის სხვა დეპარტამენტების მიზნების/KPI განსაზღვრა და მონიტორინგი;

კომპანიის სხვა დეპარტამენტების ამოცანების ფინანსური ანალიზი და მხარდაჭერა;

კომპანიის საინვესტიციო გადაწყვეტილებების ანალიზი;

კომპანიის განვითარებისთვის საჭირო კაპიტალის და სესხის მოზიდვა;

კომპანიის ვალდებულებების მართვა და რესტრუქტურიზაცია;

კომპანიის სამუშაო კაპიტალის დაგეგმვა და მართვა;

საგადასახადო აღრიცხვის პოლიტიკის შემუშავება და განახლება; გადასახადების ოპტიმიზაცია;

საგადასახადო კონსულტანტის რჩევების მორგება კომპანიის ბიზნეს ამოცანებზე;

ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების პოლიტიკის შემუშავება და განახლება;

მენეჯერული აღრიცხვის და ანგარიშგების პოლიტიკის შემუშავება და განახლება;

ფინანსური ანალიზის პოლიტიკის შემუშავება და განახლება;

კონტრაქტების ფინანსური პირობების სტრუქტურირება და მოლაპარაკება;

კომპანიის შემოსავლების და ხარჯების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;

კომპანიის აქტივების და ვალდებულებების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;

კომპანიის საგადასახადო შემოწმების და ფინანსური აუდიტის პროცესის მხარდაჭერა;

კომპანიის ფინანსური ინტერესების დაცვა დავებსა და მოლაპარაკებებში;

კომპანიის ფინანსური დეპარტამენტის დაკომპლექტება და კვალიფიკაციის ამაღლება;

კომპანიის ფინანსური შედეგების, პროგნოზების, პროექტების კომუნიკაცია/პრეზენტაცია;

კომპანიის მენეჯმენტისა და მფლობელების მხარდაჭერა კომპანიის ეფექტურად მართვაში.

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?