ფინანსური საკონსულტაციო სერვისები

ჩვენ დაგეხმარებით გაზარდოთ თქვენი ბიზნესის ღირებულება , მოახდინოთ ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, ფინანსური მენეჯმენტის ფუნქციის გამართვა და შემდგომი ოპერირება; ჩვენ მოვახდენთ სტრატეგიის აღსრულების მხარდაჭერას, რაც გამოიხატება სტატეგიის შესაბამისი ბიზნეს გეგმისა და ფინანსური მოდელის მომზადებაში, დაფინანსების მოზიდვასა და შემდგომ აღსრულების მონიტორინგში.
გაიგე მეტი

მმართველი პარტნიორი:

ნინო მამისაშვილი

ჩვენი ფინანსური საკონსულტაციო სერვისები განკუთვნილია სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების, კერძო და ინსტიტუციონალური ინვესტორების, ბანკების, დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სექტორისთვის.

 

ჩვენი გუნდი მზად არის, მოერგოს კომპანიის საჭიროებებს ერთჯერადი, მოკლევადიანი ან გრძელვადიანი თანამშორმლობით, სრულად დაფაროს ფინანსური მენეჯმენტის ფუნქცია კომპანიაში, ან კომპანიის საშტატო ფინანსური მენეჯერის დამხმარე რესურსის როლი შეითავსოს.

სერვისები

რა შემთხვევაში გჭირდებათ ჩვენი სერვისები

ფინანსური საკონსულტაციო სერვისების საჭიროება კომპანიის მენეჯმენტმა და მფლობელებმა შემდეგი ინდიკატორებით შეიძლება განსაზღვრონ:

 

  არ არის გაწერილი ფინანსური მენეჯმენტის პოლიტიკა, არ ხდება მისი პერიოდული გადახედვა;


  კომპანიის მიზნები არ არის გამოხატული ფინანსურ მაჩვენებლებში;


  კომპანიის დეპარტამენტების მიზნები არ არის გამოხატული ფინანსურ მაჩვენებლებში;


  კომპანიას არ აქვს განვითარების დეტალური ფინანსური მოდელი;


  კომპანიას არ აქვს მიზნების მიღწევისთვის საჭირო ფინანსური რესურსები;


  კომპანია ჩამორჩება კონკურენტებს და ინდუსტრიის საშუალო განვითარების დინამიკას;


  კომპანია ვერ აღწევს დასახულ მიზნებს, ხდება მიზნების გადავადება;


  კომპანიას ხშირად აკლდება ფინანსური რესურსები ვადადამდგარი ვალდებულებების დასაფარად;


  კომპანიას არ აქვს საუკეთესო პირობები ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა კონტრაგენტებთან;


  კომპანია გარკვეულ ბიზნეს გადაწყვეტილებებს დეტალური ფინანსური ანალიზის გარეშე იღებს;




გახდი გუნდის წევრი

შემოუერთდი ADD Finance-ს, გახდი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, გამოავლინე საკუთარი თავი.

როგორ შეგვიძლია დაგეხმაროთ?